ღარიბაშვილს საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი აქვს: ილაპარაკოს სიმართლე ყველა იმ სიბინძურეზე, რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ამ ქვეყანას დამართა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერს.
წითლიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება.
„ღარიბაშვილს საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი აქვს: ილაპარაკოს სიმართლე ყველა იმ სიბინძურეზე, რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ამ ქვეყანას დამართა.
სხვანაირად, ადრე თუ გვიან, მის ოჯახის წევრებსაც დაიჭერს ბიძინა და საბოლოოდ ღარიბაშვილიც ისე დაასრულებს, როგორც რიჟვაძე - უბრალოდ, რიჟვაძისგან განსხვავებით, მას შეიძლება არ გაუმართლოს.
მაფიოზური/ოლიგარქიული მართვის სტილი ასეთია - სისტემა საკუთარი შვილების ჭამას იწყებს“, - წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.