არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანი ჰორმუზის სრუტეში აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-ის ორ გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საამიროების საგარეო უწყების განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მეკობრეობის აქტები ჩაიდინა, როდესაც კომერციული გემების წინააღმდეგ მოქმედებდა და სრუტეს ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებდა. უწყების შეფასებით, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
თავდასხმა ხუთშაბათს საღამოს მოხდა და ADNOC-ის ტანკერებთან დაკავშირებული უკვე მეორე მსგავსი ინციდენტია ერთ კვირაზე ნაკლებ დროში.
ADNOC-ის განცხადებით, თავდასხმების შედეგად კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, თუმცა რთულ პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლებისთვის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს გემების, მათი ტვირთისა და შესაძლო დაზიანებების შესახებ დამატებითი დეტალებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.