„რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინაში 261 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნის“, - ამის შესახებ სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.
მათივე განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და ექსპერტიზის დაწესებულებების წარმომადგენლები დაღუპულთა ვინაობას დადგენენ.
შტაბის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, გადასცა თუ არა უკრაინულმა მხარემ სანაცვლოდ რუსი სამხედროების ცხედრები.
დაღუპული სამხედროების ცხედრების წინა გაცვლის შესახებ 16 ივლისს გახდა ცნობილი. მაშინ მხარეების ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთს 31 ცხედარი, ხოლო რუსეთმა უკრაინას 501 ცხედარი გადასცა.