იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტთან დაკავშირებით მკაცრი პროტესტი გამოთქვა.
„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კუნძულ ეტოროფუს (რუსულად - იტურუპი) ეწვია. ჩრდილოეთის ოთხი კუნძული, მათ შორის კუნძული ეტოროფუ, ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია და იაპონია ამ ვიზიტს მკაცრად აპროტესტებს“, - აცხადებს იაპონიის საგარეო უწყება.
ვლადიმერ პუტინი თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპზე ეწვია. კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, საბჭოთა ჯარებმა კუნძული დაიკავეს და მას შემდეგ ის რუსეთის კონტროლქვეშაა.
იაპონია იტურუპს, კუნაშირს, შიკოტანსა და ჰაბომაის კუნძულებს ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს და მათზე პრეტენზიას დღემდე ინარჩუნებს. სწორედ ეს ტერიტორიული დავა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთსა და იაპონიას დღემდე არ აქვთ გაფორმებული სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
დღეს იტურუპი რუსეთის სახალინის ოლქის ადმინისტრირებაშია, თუმცა იაპონია მის სუვერენიტეტს არ აღიარებს.