კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ. მიწისძვრის შედეგად 165 შენობა ჩამოინგრა და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
ბოლო 12 საათში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 100-ით გაიზარდა.