გერმანიის ქალაქ მეხერნიხში საეჭვო დრონების დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ქალაქში ბუნდესვერის მნიშვნელოვანი ბაზაა განთავსებული, სადაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხორციელდება.
130 მეტრის სიღრმეზე მდებარე, მაღალი უსაფრთხოების მიწისქვეშა ობიექტში სამხედრო ტექნიკის აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების საწყობია. 30 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული საწყობი ბუნდესვერის ლოგისტიკური ქსელის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია.
თუმცა, ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც ობიექტი მნიშვნელოვანია. სწორედ აქ მუშაობენ ბუნდესვერის სპეციალისტები, რომლებიც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე არიან პასუხისმგებელი. ეს ობიექტი, სავარაუდოდ, ევროპაში ერთადერთია.
WDR-ის, NDR-ისა და Süddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ობიექტის თავზე დრონების ბოლო ფრენებმა უსაფრთხოების სამსახურებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. გასულ პარასკევს ღამით, 22:00-დან 05:00 საათამდე, დაცვის კომპანიის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, დრონების ფრენის სულ მცირე ექვსი შემთხვევა დააფიქსირეს.
ბოლო შემთხვევის დროს ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებსაც ინციდენტის შესახებ წინასწარ შეატყობინეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დრონი მცირე ხნის განმავლობაში საგანგებო დახმარების სამსახურების თავზე დაფრინავდა.