უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 აგვისტოს სერბეთს ეწვევა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის ადმინისტრაციამ განაცხადა, წერს სააგენტო Reuters.
სააგენტოს ცნობით, ეს იქნება ზელენსკის პირველი ვიზიტი ბალკანეთის ამ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ის 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტი გახდა.
ალექსანდარ ვუჩიჩი მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მხარი არ დაუჭირა .