რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ქალაქში მასშტაბური ხანძრები გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 24 დაშავდა.
ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.
ადმინისტრაციის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა მტრის მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო.
ადგილობრივი დროით 00:20 საათზე ქალაქში სულ მცირე ექვსი ძლიერი აფეთქება მოხდა, ხოლო დაახლოებით 00:30 საათზე კიდევ არანაკლებ 10 აფეთქება გაისმა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად ობოლონის, დესნიანისა და სვიატოშინის რაიონებში სასაწყობე ობიექტებს ცეცხლი გაუჩნდა.
დაზიადნა საცხოვრებელი სახლები, სასწრაფო დახმარების მანქანა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.