4 აგვისტოს ღამით რუსეთის არმიამ სუმს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტია. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულები.
ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ გრიგოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმები კოვპაკოვსკის რაიონის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა. თავდასხმის სამიზნე კერძო საცხოვრებელი სექტორი და ინფრასტრუქტურის ობიექტები გახდა.
„სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ. ასევე არიან დაშავებულები“, -აღნიშნა გრიგოროვმა.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ყველა შედეგი და ზარალის მასშტაბი ამ ეტაპზე ზუსტდება.
გრიგოროვმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„მტრის დარტყმების საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია. დარჩით უსაფრთხო ადგილებში“, - განაცხადა მან.