უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას გეგმავს.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ცოტა ხნის წინ, მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისა და შემდეგ მინისტრის თანამდებობაზე მყოფ იგორ კლიმენკოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზა.
მანამდე მთავრობაში კლიმენკოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზეც განიხილავდნენ.
რუსტემ უმეროვს ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ის აქტიურად მონაწილეობს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.