რუსეთის ვლადიმირის ოლქში, დრონების თავდასხმის შემდეგ, Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას Exilenova+ ავრცელებს.
ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონის თავდასხმის მომენტი. ხანძრის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სოფელ ხრიასტოვოში მდებარე ობიექტზე.
გავრცელებული ცნობებით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.
კომპანიამ დაადასტურა, რომ ლოჯისტიკურ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და განაცხადა, რომ ის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას მოჰყვა. ასევე, კომპანიაში განაცხადეს, რომ თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
Wildberries-ის საწყობის განცხადებით, მიწოდებების მიღება და შეკვეთების გატანა სხვა ობიექტებზე განხორციელდება.