რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბოლო 40 წუთის განმავლობაში ერთდროულად რვა აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დააწესა. როგორც BBC აღნიშნავს, „როსავიაცია“აეროპორტების მუშაობას ზღუდავს, როდესაც უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხე არსებობს .
მოსკოვის დროით დილის 9 საათიდან „როსავიაციამ“ გამოაცხადა ფრენების შეზღუდვა ყაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, სამარის, ნიჟნეკამსკის, ბუგულმას, ჩებოქსარის, უფისა და ორენბურგის აეროპორტებში.
სამი საათით ადრე სააგენტომ შეზღუდვები დააწესა მოსკოვის აეროპორტ „დომოდედოვოსა“ და ტამბოვის აეროპორტში, რომლებიც ამ დრომდე არ გაუქმებულა.
რუსული მონიტორინგის არხები ბოლო საათებში იუწყებოდნენ უკრაინული დრონების გამოჩენას თათრეთის, უდმურტიის, ჩუვაშეთის, მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე რეგიონისა და სხვა ტერიტორიების თავზე. ღამით დრონები თავს დაესხნენ სევასტოპოლს.
თავდასხმების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.