საქართველოში დაკარგული ტაილანდელი იუთუბერი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას BMG ავრცელებს.
იუთუბერი საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, ტაილანდელი მოგზაურის, იუთუბერის, ჰლუნ სოლოს ოჯახის ინფორმაციით, 13 ივლისს მასთან კავშირი დაკარგეს. ის მარტო მოგზაურობდა.