აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ ერაყში ირანთან დაკავშირებულ „ლოგისტიკურ და შეიარაღების ობიექტებზე“ განხორციელებული ერთობლივი ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. ამის შესახებ ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებმა განაცხადა. იუწყება CNN
მათი ინფორმაციით, თავდასხმები განხორციელდა ობიექტებზე ბაღდადის, ვასიტის, ნინევეს, ბასრის, კირკუკის, ქარბალისა და დიალას პროვინციებში. დარტყმების შედეგად სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა სამხედრო შტაბები, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა.
მანამდე, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების 30-ე ბრიგადამ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ნინევეს პროვინციაში შვიდი ავიაიერიში განხორციელდა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ექვსი დაშავდა.
თავდასხმების საპასუხოდ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ფალიჰ ალ-ზაიდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.