თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ისრაელის ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები დაასრულა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულა შეხვედრები ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.
ტრამპი ოვალურ კაბინეტში ჯერ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, შემდეგ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრს. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა შედგა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის განცხადებები არ გაუკერთებიათ.
უკრაინის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ, Patriot-ებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიები, ასევე ისაუბრეს დიპლომატიაზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.