ერაყის ჩრდილოეთით, ჩამოგდებული ირანული საბრძოლო დრონისგან დარჩენილი, აუფეთქებელი ჭურვის განეიტრალებისას, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს.
ერაყში მომხდარი ინციდენტისას დაშავდა კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ამჟამად სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აღნიშნული 17 ივლისს, იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმისგან დამოუკიდებელი, ცალკეული შემთხვევაა. მაშინ ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.