ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ამ ქმედებისთვის მრავალგზის უფრო მძიმე ფასს გადაიხდის,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ამ ქმედებისთვის მრავალგზის უფრო მძიმე ფასს გადაიხდის! ეს დირექტივა უკვე გადაეცა ომის მდივანს, პიტ ჰეგსეს, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დენიელ კეინს, და სამხედრო ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელს“, - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.