აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანა „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევის“ გამო და ირანს კვლავ განადგურებით დაემუქრა.
ამის შესახებ ტრამპი სოციალური ქსელი Truth Social-ში წერს.
„ამერიკულმა თვითმფრინავებმა ახლახან დაარტყეს ირანის რაკეტებისა და დრონების საწყობებს, ასევე სანაპირო რადარებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი დარღვევის გამო! სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი ამ გაკვეთილს ვერასდროს ისწავლიან!
შესაძლოა, დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ თავშეკავებას და იძულებულნი გავხდებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის, რაც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ისლამური რესპუბლიკა ირანი აღარ იარსებებს!", - წერს ტრამპი.
მანამდე, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს ირანზე ახალი დარტყმების შესახებ, რაც უკავშირდება ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმას.