უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე, ნავთობის სექტორსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე განხორციელებულ დარტყმებს „სამართლიანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ამ ღამით ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები გამოყენებულ იქნა ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკის, ნავთობის ინდუსტრიისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის სამართლიანი პასუხი ჩვენს ხალხზე რუსეთის სასტიკ დარტყმებზე. მადლობას ვუხდი სუს-ის, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და სპეციალური დანიშნულების ძალების მებრძოლებს წარმატებული მუშაობისთვის დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე ფრონტის ხაზიდან“, - დაწერა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დარტყმები განხორციელდა ყირიმის ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტებზე: კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანსპორტირების საზღვაო ლოჯისტიკაზე და ოკუპირებულ ქერჩში მდებარე ნავთობბაზაზე.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, წარმატებით დაზიანდა სამხედრო ლოგისტიკა, ასევე განადგურდა S-400 სისტემების შემადგენლობაში შემავალი ოთხი რადიოლოკაციური სადგური და „პანცირის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი კომპლექსი.