აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2026 წელს თურქეთს ეწვევა და ასევე კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს ჩინეთში. ამის შესახებ Reuters იუწყება
„ბევრ ვიზიტს ვგეგმავთ. თურქეთში წავალთ. ასევე, წლის განმავლობაში გარკვეულ მომენტში კვლავ ჩავალთ ჩინეთში,“ - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სექტემბერში აშშ-ს ეწვევა.
„პრეზიდენტი სი აქ სექტემბერში ჩამოვა, თუმცა ჩვენც დავბრუნდებით ჩინეთში, სადაც მნიშვნელოვანი კონფერენცია გაიმართება,“ - აღნიშნა ტრამპმა.
Reuters-ის ცნობით, ტრამპმა არ დააკონკრეტა თურქეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი და არც ჩინეთში დაგეგმილი კონფერენციის დეტალები.