2012 წელს რუსეთის არმია დამატებით მშპ-ს 1,5 %-ის მოცულობის დაფინანსებას მიიღებს.
ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა. რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას სამხედრო საიდუმლოების გაცემად აფასებს.
კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე კუდრინმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება 2012 წლიდან სამი ამოცანის - არმიის მოდერნიზაცია, სამხედრო მოსამსახურეთა უკეთესი უზრუნველყოფა და თავდაცვის მრეწველობა, შესასრულებლად ადრე არასებულ ხარჯებზე მშპ-ს 1,5 %-ით მეტს მიიღებს".
ექსპერტების შეფასებით, შესაბამისი ხარჯების გაწევის შემთხვევაში, რუსეთის თავდაცის ხარჯები აშშ-ს თავდაცვის ხარჯებს გადააჭარბებს და მსოფლიოში ისრაელის შემდეგ მეორე ადგილზე აღმოჩნდება.
შესაბამისად, 2012 წლისთვის რუსეთის თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება მშპ-ს 4,1 % -ი, 1,8 ტრილიონი რუბლი იქნება.
აღნიშნული განცხადების შემდეგ რუსულ მედიაში გაჩნდა კითხვები ვისთან აპირებს ომს რუსეთი: "საქართველო ამ ხარჯებისთვის ძალიან პატარაა, თუ ეს საჭიროა ვინმეს შესაშინებლად, თუნდაც შორეულ აღმოსავლეთში?"