რუსულმა ფრეგატმა ლა-მანშის სრუტეში ბრიტანული იახტის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 15 ივნისს ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ მიიღო შეტყობინება ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემისგან, რომელიც რუსულ ხომალდთან ახლოს გადაადგილდებოდა.
ბრიტანული გემის ეკიპაჟის განცხადებით, რუსულმა გემმა „ადმირალ გრიგოროვიჩმა“გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განახორციელა, რაც ორივე ხომალდი ლა-მანშის სრუტეში ძალიან ახლო მანძილზე აღმოჩნდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ადმირალი გრიგოროვიჩი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი ფრეგატია და უკვე რამდენიმე კვირაა ბრიტანეთის წყლებთან ახლოს იმყოფება.