გაფართოების „მეგა-ორშაბათს“ ჩვენ ოფიციალურად გავხსენით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებშიმარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამაზე მტკიცე არასდროს ყოფილა.
გაფართოების „მეგა-ორშაბათს“ ჩვენ ოფიციალურად გავხსენით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი - ჩვენი კავშირის ფუნდამენტური საფუძვლები.
უკრაინამ უკვე მიაღწია უზარმაზარ პროგრესს რუსეთის სასტიკი აგრესიის მიუხედავად.
რადგან გაწევრიანების პროცესი კანდიდატების მიღწევებზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ამ კლასტერში საჭირო რეფორმების გატარება.
და რადგან კანდიდატების მხრიდან შესრულება მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან შესაბამის რეაგირებას, ჩვენ ველით, რომ საბჭო დაუყოვნებლივ გააგრძელებს მოლაპარაკების დარჩენილი ხუთი კლასტრის გახსნას", - წერს კოსი.