15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია - უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტრის გახსნის მიზნით.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია - უკრაინისთვის და მოლდოვისთვის,“ - აცხადებს წყარო.
როგორც ცნობილია, ამ შეხვედრებს წინ უძღვის აქტიური მუშაობა სამუშაო ჯგუფებში და ასევე ბრიუსელში ელჩების დონეზე კონსულტაციები.
ევროკავშირის საერთო მოლაპარაკებითი პოზიციის დამტკიცება პირველ კლასტერზე - როგორც უკრაინის, ისე მოლდოვას შემთხვევაში დაგეგმილია მომდევნო კვირისთვის.