სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და რეგიონული თანამშრომლობა განიხილეს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
მხარეებმა კონტაქტების გააქტიურება დადებითად შეაფასეს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
საუბრისას ფაშინიანმა ერდოღანს ყურბან-ბაირამის დღესასწაული, ხოლო ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს 51-ე დაბადების დღე მიულოცა.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზის სომხეთში დაგეგმილი ვიზიტი, ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სავაჭრო პროცედურების დამყარება და სატრანსპორტო კავშირების შესაძლო განვითარება, მათ შორის ახალქალაქი–ყარსის სარკინიგზო მარშრუტის გახსნა.