აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში ირანის მიმართულებით მიმავალ ნავთობტანკერს დაარტყეს.
უწყების ინფორმაციით, 2 ივნისს განხორციელებული ოპერაციის სამიზნე გახდა ცარიელი ნავთობტანკერი M/T Lexie, რომელიც ბოტსვანის დროშით გადაადგილდებოდა და ირანის კუნძულ ხარგის მიმართულებით მიემართებოდა.
CENTCOM-ის ცნობით, გემის ეკიპაჟმა ამერიკული მხარის არაერთი გაფრთხილება და მოთხოვნა უგულებელყო.
საბოლოოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ტანკერს Hellfire-ის ტიპის რაკეტა ესროლა, რომელმაც გემის ძრავის ნაწილი დააზიანა და მისი მოძრაობა შეაჩერა.
აშშ-ის მხარის შეფასებით, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის მიმართულებით სანქციების რეჟიმის დარღვევის აღკვეთას.