აშშ-სა და ირანს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ცნობები, თითქოს ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს საუბარი, ყალბი და მცდარია.
ჩვენს შორის საუბარი სტაბილურად გრძელდება - ოთხი დღის წინ, სამი დღის წინ, ორი დღის წინ, გუშინ და დღესაც.
სად მიგვიყვანს ეს პროცესი, არავინ იცის, მაგრამ როგორც ირანს ვუთხარი:
„დროა, ასე თუ ისე, შეთანხმება გააფორმოთ. თქვენ ამას უკვე 47 წელია აკეთებთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება!“ - წერს ტრამპი