უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შეხვდა.
"ბრიუსელში მარკ რუტესთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართე. უნგრეთი კვლავაც იქნება სანდო პარტნიორი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში.
მარკ რუტესთან შევთანხმდით, რომ უნგრელი სამხედროები შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ნატო-ს სამშვიდობო მისიაში კოსოვოში.
მე გენერალურ მდივანს ვაცნობე რომ უნგრეთი არ აწვდის უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას. მარკ რუტემ მომაწოდა ინფორმაცია ანკარაში 7–8 ივლისს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მზადების შესახებ, ასევე საერთაშორისო ვითარების განვითარებაზე ჰორმუზის სრუტის რეგიონში", - წერს მადიარი.