ახალი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის 500 000 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ Sky News წერს.
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ანა კისტ-ბატლერნა განაცხადა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბრძოლის ველზე „რეგრესზე“ მიუთითებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსი სამხედროების დაღუპულთა რაოდენობის პირველი მსგავსი დადასტურებაა, რადგან აქამდე სტატისტიკაში, როგორც წესი, დაჭრილებიც და დაღუპულებიც ერთად შედიოდნენ.
სააგენტოს მხრიდან საფრთხეების შეფასების წარდგენისას ანა კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ რუსეთი „ყოველდღიურად აძლიერებს ჰიბრიდულ აქტივობას“ დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წინააღმდეგ და „განუწყვეტლივ უმიზნებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დემოკრატიულ პროცესებს, მიწოდების ჯაჭვებსა და საზოგადოებრივ ნდობას“.
მისი თქმით, სამსახური დაუღალავად მუშაობს სადაზვერვო და თავდაცვის პარტნიორებთან ერთად რუსული საფრთხის შესამცირებლად და შესასუსტებლად“
„ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც პირველ რიგში ვართ კონცენტრირებული, არის იმ მონაცემებისა და ენერგიის დაცვა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან კაბელებსა და მილსადენებზე ბრიტანეთის წყლებსა და მის მიმდებარედ გადაიცემა. ამას ვაკეთებთ რუსეთის განზრახვების, მოტივებისა და წყალქვეშა შესაძლებლობების გამოვლენით“, - განაცხადა კისტ-ბატლერმა.