მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ სცნო.
"დიახ! სასამართლომ ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ სცნო!
6 თვის განმავლობაში იცირკავა ბრალდებულების მშობლებმა და ადვოკატებმა! მაგრამ დიახ, ეს ცირკი არ იყო!
ეს იყო უდანაშაულო ჯანსაღი, გენიოსი, ახალგაზრდის მკვლელობა!
სასჯელის ზომის გამოცხადების დღე ჩაინიშნა 2 ივნისს 12 საათზე!"- წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.