უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის პერმის მხარეში მდებარე სამხედრო დანიშნულების მნიშვნელოვან ქიმიურ საწარმოს დაარტყა.
ზელენსკის თქმით, დარტყმის სამიზნე „მეტაფრაქს ქემიკალსი“ იყო, რომელიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან პროდუქციას აწარმოებს.
„საწარმოს პროდუქცია გამოიყენება ავიატექნიკის, დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში. ამ დროისთვის საწარმოო პროცესი შეჩერებულია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ობიექტი უკრაინიდან დაახლოებით 1700 კილომეტრში მდებარეობს.