აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეფ ლენდრის გრენლანდიაში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში მისალმებას აქვეყნებს.
„გამარჯობა, გრენლანდია“ - წერს ტრამპი და ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ტრამპი გრენლანდიის ქალაქს გადაჰყურებს.
მანამდე, აშშ-ის ლუიზიანას შტატის გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი, რომელიც ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია გრენლანდიაში, კუნძულს ეწვია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ მისი კეთილდღეობა ტრამპზეა „დამოკიდებული“.
ჯეფ ლენდრიმ ხუთშაბათს ქალაქ ნუუკში აშშ-ის ახალი საკონსულო გახსნა. ადგილობრივებმა შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა კი გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა არ მიიღო.