ჰონდურასის სანაპიროზე ორ სხვადასხვა თავდასხმას შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექვსი პოლიციელია.
მედიის ცნობით, პირველი თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთით, ტრიუხიოს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე მოხდა, სადაც სულ მცირე 19 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
მეორე თავდასხმისას ომოას მუნიციპალიტეტში, კორტესის დეპარტამენტში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს .
პოლიციის განცხადებით, დაიღუპა ექვსი სამართალდამცველი, მათ შორის ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიცერი.
ეროვნული პოლიციის განაცხადებით, ტრიუხიოში სულ მცირე 10 მუშა იყო მოკლული, თუმცა საერთო რაოდენობა ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რადგან ოჯახის წევრებმა შესაძლოა რამდენიმე ცხედარი თავად წაიღეს.
უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, ეროვნული პოლიცია და შეიარაღებული ძალები ორივე ადგილზე მოქმედებენ. გამოძიებისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფები.
მედიის ცნობით, ჰონდურასში დიდი ხანია, ფიქსირდება დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი ბანდების მიერ გავრცელებული ძალადობისა და ტრანსნაციონალური ნარკოვაჭრობის გამო.