დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკივკაზე რუსული თავდასხმების შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა დრუჟკივკას სამი მართვადი ავიაბომბით შეუტიეს.
დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ოკუპანტებმა დრონით შეუტიეს ავტომობილს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობდა. შეტევის შედეგად 52 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 51 წლის კაცი დაშავდა.