„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. კერძოდ, ბრალი გადაუკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.
გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ მურთაზ ზოდელავას კი 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბრალდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.