რუსეთში, სამარას ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
რეგიონის გუბერნატორ, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის თქმით, დაახლოებით ღამის 4 საათზე რეგიონში ამოქმედდა „დრონების საფრთხის“ რეჟიმი, ხოლო 40 წუთის შემდეგ გამოცხადდა „ხალიჩის“ რეჟიმი, რომელიც ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას ითვალისწინებს.
Telegram-არხი Astra ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სიზრანში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს.