საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.
"შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან - მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განვითარებისთვის", - ნათქვამია მილოცვაში.