მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროლოპიტმა გრიგოლმა, ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა.
„მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს. „იყავნ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა“. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.