თბილისის სასულიერო სემინარიამ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა.
ინფორმაციას "ტვ პირველი" სასულიერო სემინარიის აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროს დურმიშხან ლაშხზე დაყრდნობით ავრცელებს. ლაშხის თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება მიწოდებულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით მიიღო.
"ესე იგი, კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მეუფე იობს დაუდასტურდა განათლება. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მეტის თქმა არ შემიძლია", - განaცხადა ლაშხმა.
შეგახსენებთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, "გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი". ჯამდელიანი აცხადებს, რომ "ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის" და "დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული" .