უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა შორი მოქმედების F-5 Flamingo-ის ფრთოსანმა რაკეტებმა რუსეთის ქალაქ ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს დაარტყეს.
„ჩვენი შორი მოქმედების დარტყმები სამართლიანად გრძელდება - როგორც პასუხი რუსეთის იერიშებზე. გასულ ღამეს განხორციელდა F-5 Flamingo-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გაშვებები შეიარაღებული ძალების Deep Strike-ის ოპერაციის ფარგლებში, მტრის რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ჩებოქსარში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტებმა 1500 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარეს.
„დაზიანებულ საწარმოში იწარმოებოდა რელეური დაცვის სისტემები, ავტომატიკა და დაბალვოლტიანი მოწყობილობები. ეს ქარხანა ამარაგებდა ელემენტებით რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, სარაკეტო ინდუსტრიას, ავიაციასა და ჯავშანტექნიკას - ყველაფერს, რასაც ისინი ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებენ.
რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და გადავიდეს რეალურ დიპლომატიაზე. ჩვენ ჩვენი წინადადება უკვე გავაკეთეთ“, - აღნიშნა მან.