ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს მხოლოდ შიდა ფაქტორებით არის განპირობებული ბაზარზე ფასების მატება, რა თქმა უნდა, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და მსოფლიო პროცესებიც ამას დიდწილად ხელს უწყობს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„ხალხის ძალისას“ და მათ შორის, ჩემიც, ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა, კონკრეტული მიზეზის გამო. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და დიდი შრომაა ჩადებული. უბრალოდ, გუშინ 21:00 საათზე მოგვეწოდა და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ამის სრულფასოვნად გაცნობას, რომ სრულფასოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო. ახლა ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი, თუმცა ნაკლებად შევნიშნეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თითქოს მხოლოდ შიდა ფაქტორებით არის განპირობებული ბაზარზე ფასების მატება, რა თქმა უნდა, ამას გარე ფაქტორებიც ემატება და მსოფლიო პროცესებიც ამას დიდწილად ხელს უწყობს", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ის რომ დოკუმენტს დღეს მხარს არ უჭერენ, არ ნიშნავს, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ.
"უფრო მეტად რაც შევამჩნიეთ, ეს ჰგავს უფრო სამეცნიერო ნამუშევარს, რაც საფუძვლად კარგი გამოსაყენებელია, რომ სწორი რეკომენდაციები იქნას შემუშავებული. 100-გვერდიანი დოკუმენტი ვერ ვიტყვი, რომ გამოუსადეგარია, ან ნაშრომი არ არის, თუმცა რეკომენდაციები ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ სჭირდება დრო რომ გავეცნოთ და ასევე, აუცილებლად საჭიროა, რომ უფრო მეტი კონკრეტული რეკომენდაციები იქნას გაცემული. ახლა მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას საერთოდ მხარს არ დავუჭერთ. შესაძლოა, დიდი ალბათობით, მხარს დავუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავეცნობით“,- განაცხადა ხუნდაძემ.