აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს იტალიასა და ესპანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გამოყვანას, რადგან ამ ქვეყნებმა არ დაუჭირეს მხარი აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა იტალიიდან და ესპანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა… რატომაც არა? იტალია არაფერში დაგვეხმარა, ხოლო ესპანეთი საშინლად იქცეოდა, სრულიად საშინლად“.
მისი თქმით, ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირების გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიიღოს.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას გეგმავს.
ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ნატო-ელი მოკავშირეები იმის გამო, რომ მათ არ გაგზავნეს თავაანთი საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეს განსაბლოკად.