აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, გააუმჯობესებს თუ არა მეფე ჩარლზ მესამის სახელმწიფო ვიზიტი მის ურთიერთობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, თუმცა ურჩია, რომ „ისწავლოს მონარქივით მოქცევა". იუწყება Sky News
ტრამპის თქმით, მას პირადად სტარმერი მოსწონს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებში სერიოზული შეცდომები დაუშვა“.
მისივე განცხადებით, არ იცის, მოახდენს თუ არა მეფის სახელმწიფო ვიზიტი გავლენას აშშ-ისა და ბრიტანეთის პრემიერის ურთიერთობაზე
„ამაზე პასუხი არ მაქვს,“ - აღნიშნა მან.