გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს თავისი დანგრეული ქვეყნის გამოსწორებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ეფექტური არ იყო.
“გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას (რაშიც სრულიად არაეფექტურია!), და თავისი დანგრეული ქვეყნის გამოსწორებას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის, და ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათთან ჩარევას, ვინც ირანის ბირთვულ საფრთხეს ებრძვის და ამით მსოფლიოს, მათ შორის გერმანიას, ფრო უსაფრთხოს ხდის,“ - დაწერა ტრამპმა.