მე არ ვარ აქციის ორგანიზატორი, მე აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვაპირებდი მისვლას, ეს იყო ჩემი კონსტიტუციური და დაცული უფლება, - ამის შესახებ სასამართლოს პროცესზე 4 იქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თქმით, მისთვის ცნობილი არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან გადაადგილების შესახებ.
"აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ. ეს არ არის მარტო ჩემი სიტყვები, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მე ვიყავი აქციის ორგანიზატორი. აქციის ორგანიზება თავისი შინაარსით გულისხმობს აქციის თარიღს, აქციის ადგილს, აქციის მიზნის, აქციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის, ფინანსების მოძიებას, არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოძიებაში არ ვყოფილვარ ჩართული.
მე მანამდეც ვამბობდი, მე არ ვარ აქციის ორგანიზატორი, მე აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვაპირებდი მისვლას, ეს იყო ჩემი კონსტიტუციური და დაცული უფლება. პოლიტიკოსის პროფესიული მოვალეობა იყო ხალხთან ერთად... აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის იმის დაბრალება, რასაც მედავებიან.
გადაადგილების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ ყოფილა. აქციაზე გავიგე საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება რომ წინასწარ ვიცოდი ეს. მეორეა ვიყავი თუ არა სასახლესთან? რა თქმა უნდა არ ვიყავი," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. [შიფრი "ტვ პირველი"]
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.