უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ მესამეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გამოხატა.
„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ მესამეს, სამეფო ოჯახს, გაერთიანებულ სამეფოს და ყველა ამერიკელს ამ ძლიერი მოწოდებისთვის ერთობისკენ - უკრაინის მხარდასაჭერად ატლანტიკის მეორე მხრიდან. სწორედ ასეთი ერთიანობაა საჭირო, რომ უკრაინაში და მთელ ევროპაში დამყარდეს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობა. უკრაინელი ხალხი გულწრფელად მადლიერია გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატო-მ პირველად გამოიყენა მე-5 მუხლი და გაერო-ს უშიშროების საბჭო ერთიანი იყო ტერორიზმის წინააღმდეგ, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ გამოწვევას - როგორც ეს ჩვენმა ხალხებმა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გააკეთეს, მხარდამხარ, ორი მსოფლიო ომის დროს... დღეს, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად - ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.