ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობს! - ამის სესახენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანს შეუძლია ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, რაზე ლაპარაკობს! თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა, მთელი მსოფლიო მძევლად აღმოჩნდებოდა. მე ახლა ირანთან ვაკეთებ იმას, რაც სხვა ქვეყნებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანია ასე ცუდად ვითარდება, როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა მიმართულებებით!" - წერს ტრამპი.
ცნობისათვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა აშშ-ის ომი ახლო აღმოსავლეთში და განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ აქვს სტრატეგია ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში, მაშინ როცა ირანის ხელმძღვანელობა ამცირებს მთელ ამერიკელ ერს.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ამერიკელები, მით უფრო, რომ ირანელები, როგორც ჩანს, ძალიან მოხერხებულად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, უფრო სწორად, მოხერხებულად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მთელი ამერიკელი ერი და,ცირებულია ირანის ხელმძღვანელობის მიერ,“ - განაცხადა მერცმა.