აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების გაუქმების შემდეგ განაცხადა, რომ ირანისგან ახალი წინადადება მიიღეს.
"ირანში უზარმაზარი შიდა დაპირისპირებაა; ისინი ალბათ ლიდერობისთვის იბრძვიან. მე ვინც იქნება, იმასთან ვიმუშავებ. თუ ირანს სურს, შეუძლია დამირეკოს; ყველა კარტი ჩვენ გვაქვს. ყველაფერი მოვიგეთ. ირანმა მოგვცა დოკუმენტი, რომელიც უკეთესი უნდა ყოფილიყო. როგორც კი გავაუქმე მოლაპარაკებები, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია. ჩვენ არ ვაპირებთ 15-16 საათის განმავლობაში მოგზაურობას იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა შესახებაც არავის არაფერი სმენია", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
დოკუმენტის შინაარსის შესახებ დასმულ შეკითხვაზე , დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავარ საკითხად რჩება გარანტიები, თეირანმა არ აწარმოოს ბირთვული იარაღის განვითარება.
„ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს ძალიან მარტივია“, - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.