უკრაინა მზად არის აზერბაიჯანში გამართოს სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთთან, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა იპოვოს ძალა, დაასრულოს ეს უსამართლო ომი. რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ჩვენი პარტნიორების როლს ამ პროცესში შუამავლობის კუთხით... ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკებები გვქონდა თურქეთში. ასეთი მოლაპარაკებები გვქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შვეიცარიაში“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის უახლოეს პერიოდში გამართოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანში, „თუ რუსეთი მზად იქნება დიპლომატიისთვის“.