უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გუშინ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე გავამყარეთ ჩვენი მდგრადობის ფინანსური გარანტიები. დღეს ვავითარებთ შეთანხმებებს საუდის არაბეთთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერება ორმხრივი იყოს. ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის შინაარსიან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ზელენსკიმ.